#259 2005 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შექმნის შესახებ
1. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი" (შემდგომში ცენტრი)
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ.გაბაშვილი) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი, დაამტკიცოს მისი დებულება და დანიშნოს ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი
3. ცენტრს ქ. თბილისში, რუსთაველის პრ. #22-ში მდებარე შენობის მეორე სართული (236 კვ.მ.) გადაეცეს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონება - კანონმდებლობით დადგენილი წესით
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტში მითითებელი ქონების ცენტრისათვის გადასაცემად
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი |