| საქართველოს განსაკუთრებით მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან ფოლკლორული მასალა ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მომხმარებელს ვთავაზობთ პროგრამას "აღმოჩენით Folk - ტურიზმი" - მარშრუტები ფარავს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილს და Folk - ტურიზმთან ერთად იგი ასევე მოიცავს ბუნებისა და ისტორიული ძეგლების გაცნობას – მომხმარებელს ვთავაზობთ მაქსიმალურად მრავალფეროვნად დატვირთულ ტურისტულ პაკეტს. მარშრუტები ხორციელდება, როგორც ჯგუფური - ორგანიზებული სახით, ასევე ინდივიდუალური.
ფოლკლორული მასალის - მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ეთნოგრაფიული მახასიათებლების, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობასთან ერთად ტურისტს (მომხმარებელს) ვთავაზობთ ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) და სურვილს შემთხვევაში შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებები მონახულებას.
ტურისტებს (მომხმარებელს) ვთავაზობთ ტურისტული მარშრუტების სხვადასხვა სახეობის ტურებს:
ორ დღიანი ტურები ე.წ. "უიქ-ენდი" - საქართველოს მოქალაქეებისათვის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური სამსახურებისა და არსებული უცხოურ ფირმებში მომუშავე წარმომადგენელთათვის.
სამ დღიანი ტური – უცხოელი და ქართველი სტუდენტთათვის, სადაც სურვილის შესაბამისად ვთავაზობთ ფეხით სასიარულო მარშრუტებს.
ხუთ დღიანი ტური ე.წ. "სათავგადასავლო Folk - ტურიზმი" - ქართველებისა და უცხოელთათვის.
ტურები, რომლებიც შედგება კონკრეტულ შემთხვევაში ტურისტის (მომხმარებლის) სურვილის შესაბამისად.
ვაკმაყოფილებთ შემდეგ მოთხოვნებს:
-
ტურისტული პროდუქტის (ტურ.პაკეტები) მრავალფეროვნების უზრუნველყოფა
- ტურისტის უსაფრთხოების დაცვა
- კომპეტენტური შესაბამისი ტურისტული ტურების კოორდინატორებით, გიდებით მომსახურება
- სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა
- სურვილისამებრ ვიდეო და აუდიო აპარატურით მომსახურება
ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: folktourism@folk.ge
|