საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

შემოგვიერთდით folktv.ge
ENG

GEO
მთავარი გვერდი ჩვენ შესახებ პროექტები მიმართულებები პრესცენტრი გალერეა კონტაქტი
მოცეკვავეები, ქორეოგრაფები
 
   
ყურაშვილი ბიჭიკო (თენგიზ) გიორგის ძე (1944 )

მოცეკვავე-მსახიობი, ქორეოგრაფი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პროფესორი. დაიბადა 1944 წლის 9 სექტემბერს თბილისში. 1951-1961 წლებში სწავლობდა თბილისის 39-ე საშუალო სკოლაში. ქართულ ხალხურ ცეკვას 1955 წლიდან პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ეზიარა (ქორეოგრაფი - რესპუბლიკის სახალხო არტისტი რომან ჭოხონელიძე; პედაგოგები: რობერტ დარახველიძე და უშანგ ამბარდანიშვილი). 1958 წელს ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში. იმავე წელს, რომან ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით, ცეკვა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ანსამბლში. 1962-67 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის სპეციალობით. სხვადასხვა დროს ცეკვავდა: ბუხუტი დარახველიძის, რევაზ ხონელიძის, ოთარ პაპიაშვილისა და ალექსი ნიკოლაძის ანსამბლებში. 1964-1990 წლებში საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსანბლის მსახიობ-მოცეკვავეა (ხელმძღვანელები: ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი). 1972-1982 წლებში თენგიზ სუხიშვილთან ერთად, 1990 წლიდან კი დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ივანე ჯავიხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს. 1962 წელს ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა I რესპუბლიკურ კონკურსში ცეკვა ,,ქართულის“ შესრულებისთვის დაჯილდოვდა ვერცხლის მედლითა და მეორე ხარისხის დიპლომით, ხოლო 1968 წელს, III რესპუბლიკურ კონკურსზე, ცეკვა “განდაგანას“ შესრულებისთვის ბრინჯაოს მედლით და მესამე ხარისხის დიპლომით. ამავე წელს, მსოფლიო ახალგაზრდობის IX მსოფლიო ფესტივალზე, ხალხური ცეკვების საუკეთესო შესრულებისთვის I პრემია და ოქროს მედალი დაიმსახურა. 2004 წელს, საქართველოს შოათა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო- პედაგოგიური წოდება, 2007 წელს - პროფესორის. 1990-2005 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში სამხატვრო ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. 1995 წლიდან დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობის პედაგოგად. თენგიზ ყურაშვილი სუხიშვილების ანსამბლის მემატიანეცაა: წლების განმავლობაში მან ვიდეოფირზე აღბეჭდა საზღვარგარეთ ანსამბლის ტრიუმფალური გასტროლების ამსახველი არაერთი კადრი. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
       
სიაში დაბრუნება  
წინა შემდეგი
 
 
 
 
აბაზაძე მანანა ლევანის ასული (1947)
 
ბანეთიშვილი ყაზბეგ გაიოზის ძე (1949)
 
ბაღდადიშვილი ზურაბ (ზური) ხასანის ძე (1940)
 
ბულია რეზო (ვახტანგ) მიხეილის ძე (1933)
 
 
 
გარუჩავა ნიკოლოზ იორდანეს ძე (1916-1982)
 
გარუჩავა შალვა (ჯამუ) ანტონის ძე (1929)
 
გუჯაბიძე ენვერ მიხეილის ძე (1951)
 
დარახველიძე გიორგი (ბუხუტი) ვიქტორის ძე (1914- 1982)
 
 
 
დვალიშვილი უჩა ლევანის ძე (1953)
 
დიასამიძე ისრაფილ ახმედის ძე (1934)
 
ვასაძე თემურ სულეიმანის ძე (1938)
 
ვასაძე ომარ სულეიმანის ძე (1925)
 
 
 
თხილაიშვილი თემურ რამიზის ძე (1959)
 
მოსია თამაზ შალვას ძე (1944)
 
ნაჭყებია ჯავარ გიორგის ძე (1943-2008)
 
სალუქვაძე გიორგი ისაკის ძე (1913-1990)
 
 
 
სიჭინავა ვალერი მიხეილის ძე (1955)
 
სიხარულიძე გულიკო გიორგის ასული (1951)
 
უთმელიძე თენგიზ ვარლამის ძე (1938)
 
ფაღავა თემურ ხუსეინის ძე (1954)
 
 
 
ფოჩიანი ლატავრა ალექსანდრეს ასული (1939-2011)
 
ფოცხიშვილი გელოდი აპოლონის ძე (1945)
 
ყურაშვილი ბიჭიკო (თენგიზ) გიორგის ძე (1944 )
 
ჭოხონელიძე რომან (რუბენ) ანტონის ძე (1921-1995)
 
 
 
ჭრიკიშვილი რუსუდან გიორგის ასული (1958)
 
ხაჟომია ნელი გრიგოლის ასული (1947)
 
ჯანიაშვილი ნოდარ (ჯანო) გიორგის ძე (1947-2001)
 
 
 
ცეკვა
მოცეკვავეები, ქორეოგრაფები
ქორეოლოგები
ხალხური მუსიკა
ლევან ასაბაშვილი
არტემ ერქომაიშვილი
მიხა ჯიღაური
ბენია მიქაძე
ნოკო ხურცია
კავსაძეები
მარო თარხნიშვილი
ხუხუნაიშვილები
კირილე პაჭკორია
თელაველები
ილია ზაქაიძე
ჰარირა
ლაშარი
ლელა თათარაიძე
ვანო მჭედლიშვილი
ლატალის გუნდი
წინანდლის გუნდი
ოდილა
თინათინ ჟვანია
მთიები
ვლადიმერ ერქომაიშვილი
ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ანზორ კავსაძის გუნდი
სამუელ ჩავლეიშვილის გუნდი
ბასიანი
ლადიმე ბერძენიშვილი
დიდგორი
რუსთავი
ჩხოროწყუ
ფაზისი
ვარლამ სიმონიშვილი
საირმე
გეორგიკა
გიგო ერქომაიშვილის გუნდი
ჰამლეტ გონაშვილი
ჯოკია მეშველიანის გუნდი
ჯვარული
ქართლური მუსიკის საღამო
ლევან მუღალაშვილის გუნდი
კონსერვატორიის ანსამბლი
მზეთამზე
ნანინა
ნართები
ოდოია
ქართული ხალხური სიმღერის თვითმასწავლებელი
რიჰო
სათანაო
სახიობა
ტრიო "შალვა ჩემო"
შავნაბადა
შემოქმედი
შვიდკაცა (ოზურგეთის სახ. ანს.)
თემურ ქევხიშვილი
ტრიფონ ხუხუა
თუთარჩელა
ურუშაძეები
დუცხუნი
სულორი
ტობანიერი
           სპეციალური მენიუ
მასტერკლასები
ფოლკლორის ეროვნული პრემია
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2004-2012 წლების ანგარიში
ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ანგარიში
ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამა
ახალგაზდრა ფოლკლორისტთა მხარდამჭერი პროგრამა
ცენტრის ელექტრონული არქივი
ფოლკლორის ცენტრის ექსპედიციები
Folk info - მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი
ტური საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში
ელექტრონული ბიბლიოთეკა
რეკომენდაციები რეგიონების კულტურის სამსახურებს
 
მთავარი გვერდი ჩვენ შესახებ პროექტები მიმართულებები პრესცენტრი გალერეა კონტაქტი
© 2009 The Folklore State Centre of Georgia. Create by RENDER PRODUCTION
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: