09.03.2010

ანსამბლ "ნადურის" და ტრიო "ბეჟაში ღალის" შემოქმედებითი საღამო

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ატარებენ ანსამბლების - "ბეჟაში ღალის" და "ნადურის" შემოქმედებით საღამოს. ორივე ანსამბლი ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის (2005-2006) ლაურეატია.

ტრიო "ბეჟაში ღალი" ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიადანაა. სახელი ქართულად "ბეჟას ღელეს"  ნიშნავს და სოფლის ღელის დასახელებიდან მომდინარეობს. ჯგუფი სამი თაობის ფიფიებს აერთიანებს. მათ ვალიდა გურჩიანი ხელმძღვანელობს.

ანსამბლ "ნადურის"  წევრები წყალტუბოს რაიონის სოფელ დღნორისის მკვიდრები არიან. ჯგუფის შვიდი მომღერლიდან ხუთი ლომთაძეა. ანსამბლს რომან მიქაუტაძე ხელმძღვანელობს.

შემოქმედებითი საღამო წარმოაჩენს "ბეჟაში ღალისა"  და "ნადურის" მოღვაწეობის მნიშვნელოვან მხარეებს, მათი სასიმღერო რეპერტუარის თავისებურებებს.

კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის  როგორც ძველი, ისე შედარებით ახალი ჟანრების უცნობი, ნაკლებად პოპულარული ნიმუშები. 

საღამოს გაუძღვება პროექტის ავტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი - ნატო ზუმბაძე.

საღამო გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში.

დასაწყისი 19:00 საათზე

 
სიაში დაბრუნება  
წინა შემდეგი

 

 
ENG GEO
   სექტემბერი 2010
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
   
მთავარი გვერდი მოგვწერეთ | ჩვენ შესახებ | პროექტები | აფიშა | ფოლკ ტურიზმი | პრესცენტრი | გალერეა | სპეციალური მენიუ
© 2009 The Folklore State Centre of Georgia. Create by RENDER PRODUCTION
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: