ანსამბლ
9 მარტი
შემოქმედებითი საღამო წარმოაჩენს "ბეჟაში ღალისა" და "ნადურის" მოღვაწეობის მნიშვნელოვან მხარეებს, მათი სასიმღერო რეპერტუარის თავისებურებებს.
კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის როგორც ძველი, ისე შედარებით ახალი ჟანრების უცნობი, ნაკლებად პოპულარული ნიმუშები.
საღამოს გაუძღვება პროექტის ავტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი - ნატო ზუმბაძე.
საღამო გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში.
|