ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი | ხალხური შემოქმედება | ფოლკლორი Folk News Portal RSS Feed Folk http://www.folk.ge/ ნაივური ფერწერის გამოფენა index.php?id=16&pg=nt 2009 წლის 16 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში მოეწყო ნაივური ფერწერის გამოფენა.
გამოიფინა თვითნასწავლი მხატვრების - ვანო მელიაშვილის, ნინო ბაქრაძის, ტატიანა პაპისაშვილისა და ირინა გაგუას ნამუშევრები.
 გამოფენა გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა.
ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა მხატვარმა ცისანა მარინდაშვილმა ისაუბრა თანამედროვე ხელოვნებაში ნაივის მნიშვნელობაზე - რატომ მიბრუნდა ცივილიზებული მსოფლიო ნაივისაკენ: გლობალიზაციის შეუქცევადმა პროცესმა XXI საუკუნის ხელოვანნი კვლავ ინსტიქტური - გულკეთილი მხატვრობისაკენ,  თავდაპირველი საწყისისაკენ მიახედა.
მხატვარმა რადიშ თორდიამ პროფესიონალებს ურჩია, ბევრი რამ აეღოთ ნაივი მხატვრებისაგან, თუნდაც ტილოსთან დგომა და სივრცის აღქმა.
  თვითნასწავლ ნაივ მხატვართა ჯგუფური გამოფენები კვლავ გაგრძელდება. მომავალში გათვალისწინებულია ამავე დარბაზში ასეთივე  გამოფენის მოწყობა.
ნაივური ფერწერის მოყვარულთ საშუალება ექნებათ ერთი თვის განმავლობაში ეწვიონ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეას.  ფოტო გალერეა ]]>
16.11.2009 +0300
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის გახსნა index.php?id=17&pg=nt

   2009 წლის 25 ოქტომბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა ახლადგარემონტებული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეა - საგამოფენო დარბაზი.
  გალერეა გახსნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.  თბილისის მერიის დაფინანსებით გარემონტდა და გადაიღება შენობის  ფასადი,  შეიცვალა კარ- ფანჯრები. ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა დამთვალიერებლებს გააცნო  საგამოფენო დარბაზის მუშაობის პრინციპი, სამომავლო გეგმები და გალერეის მნიშვნელობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  საქმიანობისათვის.
  ამ მნიშვნელოვან მოვლენას მიეძღვნა ორმოცდარვა პროფესიონალი მხატვრის გამოფენა - გამიოფინა ორმოცდაცხრა ფერწერული ტილო: პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, კომპოზიციები.
  გამომსვლელბმა ისაუბრეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის  საკუთარი საგამოფენო დარბაზის მნიშვნელობასა და გამოფენილი ტილოების ავტორთა დამსახურებაზე ქართული ხელოვნების წინაშე. ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა - დიმიტრი ერისთავმა, გოგი თოთიბაძემ, რადიშ თორდიამ, ჯიბსონ ხუნდაძემ, ზურაბ ნიჟარაძემ სახვით ხელოვნებაში გააგრძელეს ქართული კედლის მხატვრობის უძველესი ტრადიციები. შექმნეს თანამედროვე ქალაქური ყოფისა და საქართველოს ულამაზესი ბუნების პეიზაჟები.
აქ გამოფენილი მხატვრების სურათებმა და, საერთოდ, მათმა შემოქმედებამ (გასული საუკუნის 50-70 წლები) დიდი როლი შეასრულა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში - სამხატვრო აკადემიაში შექმნეს ბაზა მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად.
  შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩევა თამაზ ხუციშვილის, გიორგი მირზაშვილის, ირაკლი სუთიძის, ოთარ ვეფხვაძის, მერაბ აბრამიშვილის, ია გიგოშვილის, გია ბუღაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის და ირაკლი ყიფიანის ტილოები.
  გასული საუკუნის პროფესიონალ მხატვართა გამოფენამ არავინ დატოვა გულგრილი და დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენა 31 ოქტომბერს დაიხურა.  ფოტო გალერეა 

]]>
25.10.2009 +0300
გურამ ურჩუხიშვილის საიუბილეო საღამო index.php?id=15&pg=nt

2009 წლის 2 დეკემბერს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის - "წინანდლის"  სოლისტის გურამ ურჩუხიშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
დიდია გურამ ურჩუხიშვილის ღვაწლი კახური სიმღერის აღდგენის, დაცვისა  და შემსრულებლობის საქმეში. სამ ათეულ წელზე მეტია იგი ანსამბლ "წინანდლის" უცვლელი სოლისტი (გაგანაშვილ-ურჩუხიშვილის დუეტში პირველი ხმა) და მემატიანეა. კახური სიმღერის შემსრულებლობაზე, ანსამბლის ჩამოყალიბების პროცესზე, ხელმძღვანელსა და წევრებზე, საკონცერტო ტურნეებზე გურამ ურჩუხიშვილი დაწვრილებით ჰყვება წიგნში "ერთი ქართული მითხარო".
გურამ ურჩუხიშვილმა ცნობილმა თამადამ და ორატორმა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ჩამოაყალიბა წიგნში "პირმა დაგლოცოს ღვთისამა", რომელიც   საიუბილეოდ გამოსცა თბილისის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა. გურამ ურჩუხიშვილი ამავე უნივერსიტეტმა აირჩია საპატიო პროფესორად. უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ იუბილარს გადასცა ახლად გამოცემული წიგნი და საპატიო პროფესორის დიპლომი.
საღამოს უძღვებოდა ცნობილი პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.   საღამოს წამყვანმა და იუბილარმა მოუძებნეს საინტერესო ფორმა - დიალოგი კითხვა - პასუხის სახით. იუბილარი ჰყვებოდა თავის განვლილ გზაზე: ბავშვობა, მომღერალი გვარი და წინაპრები, წინანდალში მისვლა, ლევან აბაშიძე და მასთან ურთიერთობა, ოცდაათწლიანი შემოქმედებითი გზა, თაობათა ცვლა  - მომავალ თაობასთან დამოკიდებულება, ბიჭუნათა ანსამბლის -  "წინანდლის"  შექმნა. როგორ არჩევდა ანსამბლისათვის ლევან აბაშიძე მოზარდებს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ უსინჯავდა ან ასინჯებდა გურამს ბიჭების "ჯიგარს".
 კონცერტში მონაწილეობდა თავად ანსამბლი "წინანდალი", თელავის ანსამბლი "ბალავარი", კონსერვატორიის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი და "ლაშარი". საღამო შეაჯამა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა.  ფოტო გალერეა

]]>
02.12.2009 +0300
წიგნის "აღათო" პრეზენტაცია index.php?id=12&pg=nt

2010 წლის 4 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართება ცნობილი ფოლკლორისტების – ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის წიგნის “აღათოს” პრეზენტაცია.
  აღათო XX საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრობდა სოფელ დანოში. თვრამეტი წლის ულამაზესმა ასულმა, თუშეთის მშვენებამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სიყვარულისა და პატიოსნების სახელით. აღათოს ცხოვრების ისტორია არის ნიმუში, როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენ თვალწინ რეალური ამბის ლეგენდად ქცევა – გახალხურება.
   ავტორებმა დანოში იპოვეს აღათოს საფლავი და ეპიტაფია, ჩაიწერეს ხმითნატირლები, აღათოს თანამედროვეთა მოგონებები, უკვე გახალხურებული ვარიანტები.
   წიგნი გამოსცა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში. იმავე დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გამოიფინება ამავე ავტორთა შეკრებილი XX საუკუნის პირველი ნახევრის თუშეთისა და თუში ეთნოტიპაჟის ამსახველი ასამდე შავ-თეთრი ფოტო სურათი.
   გამოფენის დათვალიერება მსურველებს 14 თებერვლამდე შეეძლებათ. ფოტო გალერეა; ვიდეო გალერეა;

]]>
04.02.2010 +0300
ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდაჭერის პროგრამა index.php?id=13&pg=nt

 

 2009 წლის 17 დეკემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო და საველე-საექსპედიციო მუშაობაში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა დახმარება.
 პროგრამა დააფინანსებს ოთხ მთავარ პრიორიტეტს: საერთაშორისო სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობას; ფოლკლორისტულ ექსპედიციებს; უცხო ენების სრულყოფილად შესწავლას; მცირე გრანტებს ( 800ლარის ოდენობით).
 პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის უმაღლესი სკოლის) შესაბამისი სპეციალობის ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები.
 შეხვედრა გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა. ფოლკლორის ცენტრის მუსიკის, ზეპირსიტყვიერებისა და ქორეოგრაფიის მიმართულებათა ხელმძღვანელებმა (ნანა ვალიშვილმა, ეთერ თათარაიძემ,  უჩა დვალიშვილმა) ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე.
 პროგრამის კოორდინატორმა თეა კასაბურმა დამსწრეთ გააცნო პროგრამის დებულების დეტალები და პრიორიტეტები.
  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია და კონსულტაცია მიიღონ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.  ფოტო გალერეა;
 

]]>
17.12.2009 +0300
ფოლკლორის ენციკლოპედიური ლექსიკონი index.php?id=10&pg=nt

 ქართულმა ხალხურმა სიმღერამ, თავისი თვიდმყოფადი ბუნებისა და მაღალმხატვრული ღირსებების გამო, უკვე  დიდი ხანია მოიპოვა აღიარება და საყოველთაო ინტერესის საგანი გახდა. მიუხედავად ამისა, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მეცნიერული შესწავლა ჯერჯერობით სათანადო დონეზე არ დამდგარა. იშვიათად ქვეყნდება ხალხური სიმღერების კრებულები, რის გამოც ფერხდება მუსიკალური ფოლკლორის  მეცნიერული კვლევა-ძიება. დავიწყებას ეძლევა არა მარტო ხალხური სიმღერა, არამედ მასთან დაკავშირებული ადათი, წეს-ჩვეულებები, შეხედულებები – აქედან გამომდინარე ქრება ქართული ხალხური მუსიკალური ტერმინოლოგიაც. არადა მათი დაფიქსირება და სისტემატიზაცია ქართული ფოლკლორისტიკის გადაუდებელი ამოცანაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გადაწყვიტა,  ცნობილი ეთნომუსიკოლოგის, ქართული მუსიკის ისტორიისა და ფოლკლორის მკვლევარის, ბატონ ოთარ ჯიჯავაძის ნაშრომების საცავებიდან გამოტანა და მის იუბილესთან დაკავშირებით ერთ გამოცემაში თავმოყრა..
ოთარ ჯიჯავაძის ნაშრომების გამოქვეყნებით განებივრებული არ არის ქართული-ხალხური მუსიკალური ხელოვნებით დაინტერესებული მკითხველი. მისი სტატიები, გამოკვლევები, მუსიკალური კრებულები, მონოგრაფიები, ლექსიკონები , სხვადასხვა სამეცნიერო-სასწავლო თუ შემოქმედებითი დაწესებულებების არქივებშია დაცული.
ოთარ ჯიჯავაძის ნაშრომებში ასახულია, მთელი საქართველოს მაშტაბით, ქართულ სამუსიკო ფოლკლორში არსებული ნახევარი საუკუნის წინანდელი ვითარება. ზოგიერთი გამოყენებული სამეცნიერო წყარო კი, კიდევ უფრო ადრინდელი – თითქმის საუკუნის წინანდელია.

ლექსიკონს საფუძვლად დაედო, ერთის მხრივ, საისტორიო, ეთნოგრაფიული და ფოლკლორისტული ლიტერატურული მონაცემები. მეორეს მხრივ, უშუალოდ ავტორის მიერ წლების მანძილზე უამრავი ექსპედიციის შედეგად ხალხში მოპოვებული საკამოდ მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მასალა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის ენციკლოპედიური ლექსიკონი, პირველია ქართული მუსიკალური ფოლკლორის ისტორიაში.

 

 

]]>
16.10.2009 +0300
ინფორმაცია index.php?id=23&pg=nt


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გაცნობებთ, რომ 9 მარტს რუსთაველის თეატრში დაგეგმილი "ბეჟაში ღალის" და "ნადურის" შემოქმედებითი საღამო გადაიდო აპრილის მეორე ნახევარში "ბეჟაში ღალის" წევრის - ნუკრი ფიფიას ავადმყოფობის გამო

]]>
10.03.2010 +0300
თოჯინების გამოფენა index.php?id=18&pg=nt

           2009წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფომ ცენტრის გალერეაში გაიხსნა თოჯინების საახალწლო გამოფენა. გამოიფინა ოცდაორი ავტორის  სხვადასხვა მასალით შესრულებული თოჯინები: ნაჭრის, თექის, ცვილის, ორიგინალური ჟანრის, თიხისა და მარიონეტების.
            გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და  გახსნას დიდძალი დამთვალიერებელი დაესწრო. განსაკუთრებით  დიდი იყო  ელექტრომედიის ინტერესი: წინასწარ რეკლამა გააკეთა თითქმის ყველა სატელევიზიო არხმა (გამოფენას ტელეკომპანიების  ყურადღება არც  გახსნის შემდეგ მოჰკლებია).
            გამოფენა გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა. ექსპოზიციის მომწყობმა, მხატვარმა ცისანა მარინდაშვილმა ისაუბრა გამოფენის პრინციპებზე - რა მიზნით შეირჩა ამ ავტორთა თოჯინები, სხვადასხვა ჟანრის მიუხედავად მთავარი იყო ქართული ტრადიცია, ქართული ხასიათი და თანამედროვეობასთან მათი კავშირი. 
             გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს პირველი ლედი - სანდრა-ელისაბედ რულოვსი. პირველი ლედი, ქართული კულტურისა და ფოლკლორის დიდი მოამაგე მოყვარული  დამფასებელი - უშუალოდ ესაუბრა ავტორებს და შეიძინა ლალი თოფურიას, ქეთევან ფალავანდიშვილის, ია კიკნაძისა და ნანა ძიძიკაშვილის თოჯინები.
             გამოფენა თვე-ნახევარს გაგრძელდა. უამრავმა თბილისელმა დიდმა თუ პატარამ - დაათვალიერა და ნასიამოვნები დარჩა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია დამთვალიერებლებს კიდევ მრავალ სიახლეს შესთავაზებს. საახალწლო გამოფენა 22 იანვარს დაიხურა. ფოტო გალერეა; ვიდეო გალერეა

]]>
14.12.2009 +0300
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია index.php?id=19&pg=nt

      2010 წლის 2 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის   ვებ-გვერდის www.folk.ge  პრეზენტაცია. 
      განახლებული ვებ-გვერდი www.folk.ge  მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას ცენტრისა და მისი საქმიანობის შესახებ. მომხმარებელი მოისმენს საექსპედიციო ჩანაწერებს, დაათვალიერებს ფოტო და ვიდეოგალერეას, გაეცნობა ცენტრის პრიორიტეტებს, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებს...
      მსურველებს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მოუსვლელად, პირდაპირ ონლაინ რეჟიმში, შეეძლებათ სპეციალური ანკეტის შევსება, რომლის საშუალებითაც მიიღებენ მონაწილეობას მასტერკლასებსა და ცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა პროგრამაში (ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდამჭერი პროგრამა, ფოლკლორული ანსამბლების მხარდამჭერი პროგრამა, ფოლკლორის ეროვნული პრემია და სხვა).
      ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ განხორციელებული ყოველი ღონისძიება და პროექტი განთავსდება ვებ-გვერდზე - ანონსის, სიახლისა და აფიშის სახით. 
      ვებ-გვერდის www.folk.ge   საშუალებით შესაძლებელია საგამოფენო დარბაზის დაჯავშნაც.
 უახლოეს მომავალში მომზადდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ-გვერდის ინგლისურენოვანი ვერსია. ფოტო გალერეავიდეო გალერეა;     

]]>
02.03.2010 +0300
ანსამბლ "ნადურის" და ტრიო "ბეჟაში ღალის" შემოქმედებითი საღამო index.php?id=20&pg=nt

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ატარებენ ანსამბლების - "ბეჟაში ღალის" და "ნადურის" შემოქმედებით საღამოს. ორივე ანსამბლი ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის (2005-2006) ლაურეატია.

ტრიო "ბეჟაში ღალი" ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიადანაა. სახელი ქართულად "ბეჟას ღელეს"  ნიშნავს და სოფლის ღელის დასახელებიდან მომდინარეობს. ჯგუფი სამი თაობის ფიფიებს აერთიანებს. მათ ვალიდა გურჩიანი ხელმძღვანელობს.

ანსამბლ "ნადურის"  წევრები წყალტუბოს რაიონის სოფელ დღნორისის მკვიდრები არიან. ჯგუფის შვიდი მომღერლიდან ხუთი ლომთაძეა. ანსამბლს რომან მიქაუტაძე ხელმძღვანელობს.

შემოქმედებითი საღამო წარმოაჩენს "ბეჟაში ღალისა"  და "ნადურის" მოღვაწეობის მნიშვნელოვან მხარეებს, მათი სასიმღერო რეპერტუარის თავისებურებებს.

კონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერის  როგორც ძველი, ისე შედარებით ახალი ჟანრების უცნობი, ნაკლებად პოპულარული ნიმუშები. 

საღამოს გაუძღვება პროექტის ავტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი - ნატო ზუმბაძე.

საღამო გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში.

დასაწყისი 19:00 საათზე

]]>
09.03.2010 +0300
ძველი და თანამედროვე ქვილთის გამოფენა index.php?id=21&pg=nt

      2010 წლის 23 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა ძველი და ახალი ქვილთის (სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენა. საქართველოში ქვილთის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.

      ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები თუ კედლის პანოები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები.
       გამოფენის დათვალიერება მსურველებს 25 მარტამდე შეეძლებათ. ფოტო გალერეა; ვიდეო გალერეა;

]]>
23.02.2010 +0300
სიახლე index.php?id=25&pg=nt

 

     ინტერნეტ საიტის აუდიოარქივში განთავსდა ქართლური ხალხური მუსიკის 22 აუდიოჩანაწერი, რომლებიც აჟღერდა ქართლური მუსიკის საღამოზე. ეს იყო ქართული ხალხური მუსიკის ტრადიციული შემსრულებლობისადმი მიძღვნილი სასწავლო-საგანმანათლებლო ლექცია-კონცერტების პროექტის  პირველი საღამო, რომელიც ჩატარდა 2007 წლის 1 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში.პროექტის ავტორია ნატალია ზუმბაძე.
          პროექტის მთავარი ამოცანაა, მსმენელს უჩვენოს ტრადიციული შესრულების სწორი ორიენტირები - პირველად სოფლურ მღერასა და დაკვრაში დამკვიდრებული ნორმები; გააცნოს ამა თუ იმ კუთხის ძველი რეპერტუარი. ლექცია-კონცერტები ტარდება დღევანდელ ხალხურ შემსრულებლობაში არსებული სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
          ქართლის ყოფიდან დიდი ხნის წინ გამქრალი და სასცენო შემსრულებლობაში დღემდე უცნობი სიმღერები ქართლური მუსიკის საღამოს მონაწილეებს პროექტის ავტორმა შეურჩია. მანვე ჩაუტარა კონსულტაციები რეპერტუართან დაკავშირებული რჩევების გათვალისწინებისა და შეთავაზებული სიმღერების მომზადების მიზნით. სიმღერები

]]>
19.03.2010 +0300
ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია index.php?id=24&pg=nt

        2010 წლის 23 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია.
პროგრამის შესახებ დაწვრილებით იხილეთ: ვრცლად    ფოტო გალერეა; ვიდეო გალერეა;

]]>
23.03.2010 +0300
ხალხური პოეზიის საღამო index.php?id=26&pg=nt     საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფოლკლორის საპრეზიდენტო  ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ატარებს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ტრადიციადქცეულ ზეპირსიტყვიერების საღამოს „ლექსო არ დაიკარგები“.
     ღონისძიების მოსამზადებლად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე  და ფოლკლორისტი ამირან არაბული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და სხვა) აწყობენ ექსპედიციებს ეთნოფორთა და ხალხურ მელექსეთა, აღმოსაჩენად და შესარჩევად.
      ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში 2010 წლის მაისში.
]]>
08.04.2010 +0300
სააღდგომო გამოფენა index.php?id=27&pg=nt

2010 წლის 14 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში (მისამართი: დავით აღმაშენებლის 68) გაიხსნა ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების და მინიატურების მულაჟების, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელნაწერი საგალობლების გამოფენა.
 გამოიფინა ლია სიხარულიძის, მარინა და ლიზი ჩქარეულების, თამარ გურაშვილის და ნანული შუბითიძის ნამუშევრები  - ისტორიული დოკუმენტების მულაჟები და მინიატურები: თამარ მეფისა და ერეკლე II-ის სიგელები; გიორგი II-ის 1072 წლის შეწირულობათა განახლების წიგნი შიო მღვიმის მონასტრისადმი (ეტრატი); 1123-1124 წლების დავით აღმაშენებლის ანდერძი შიო მღვიმისადმი (ეტრატი); პეტრე ბაგრატიონის ავტოგრაფი; სხვადასხვა სახარების,  სამების ტაძარში დაბრძანებული დიდი სახარების მინიატურები; ‘’ვეფხისტყაოსნის’’ 1966 წლის  საიუბილეო გამოცემის  ასლი (მხედრული) და სხვა.
 ასევე პირველად გამოიფინა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული ძმები კარბელაშვილებისა და რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერი საგალობლების უნიკალური ნიმუშები. ექვთიმე კერესელიძესა და ფილიმონ ქორიძესთან ერთად რაჟდენ ხუნდაძემ და ძმებმა კარბელაშვილებმა ჩაწერეს და გადაარჩინეს ქართული გალობა  (ხუნდაძე - იმერულ-გურული კილო), კარბელაშვილები (ქართლ-კახური გალობა იგივე ‘’კარბელაანთ’’ კილო).
 ძმებმა კარბელაშვილებმა ასევე დიდი როლი შეასრულეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის, ქართული სულიერი კულტურის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის საქმეში.
 

P.S ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცულია ათას ოთხასამდე ნოტირებული საგალობელი.

   გამოფენა გაგრძელდება 26 აპრილამდე. ვიდეო გალერეა; ფოტო გალერეა

]]>
15.04.2010 +0300
მასტერკლასები მეგრულ ცეკვაში index.php?id=28&pg=nt

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფოლკლორის საპრეზიდენტო  ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიაში  (მეგრული ცეკვა). მასტერკლასებზე მოწვეულნი იქნებიან ცნობილი ქორეოგრაფები და მოცეკვავეები  სამეგრელოდან.
მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა, ქართული ცეკვისათვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული მოძრაობების, ილეთების ჩვენება. ქორეოგრაფთა და ქორეოლოგთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება.
მასტერკლასებს უხელმძღვანელებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი,  ხელოვნებისმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი უჩა დვალიშვილი.
მასტერკლასები გაიმართება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში (დავით აღმაშენებლის 68)  2010 წლის 13-16 მაისს.

მსურველებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ ონლაინ რეჟიმში ანკეტა

რეგისტრაციის შემდეგ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით - სერვისი „Folk info”.

 

]]>
08.05.2010 +0300
ერთი სოფლის ფოლკლორი index.php?id=29&pg=nt    2010 წლის 27 აპრილს თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ერთი სოფლის ფოლკლორი“ სადაც წარმოდგენილი იყო აჭარის რეგიონის სოფელი მერისი. ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი ნინო რაზმაძე.
   პროექტი დაფინანსდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ „ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.  ფოტო გალერეა;
]]>
28.04.2010 +0300
რადიო ფესტივალის გალა-კონცერტი index.php?id=30&pg=nt

     2010 წლის 30 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ფოლკ რადიოსა  და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საოჯახო ფოლკლორული ანსამბლების რადიოფესტივალის გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ფესტივალში გამარჯვებული ხუთი  ოჯახი (მამნიაშვილები, გოგოჭურები, არველაძეები, ღლონტები და ხუნწარიები).
      კონცერტზე გამარჯვებულ ოჯახებს გადაეცათ სიგელები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული აუდიო ალბომებისა და წიგნების ნაკრები.  ფოტო გალერეა; ვიდეო გალერეა.

]]>
03.05.2010 +0300
ფოტოგამოფენა - საბჭოთა რეპრესიები და ქართული ფოლკლორი index.php?id=33&pg=nt

   

     2010 წლის 18 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში - „გალერეაშიგაიხსნა ფოტოგამოფენა: “საბჭოთა რეპრესიები და ქართული ფოლკლორი“.

     საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების  დღიდან ეს თემა აქტუალურია, მაგრამ ამ საკითხს სპეციალურად არავინ შეხებია და, ამდენად, ეს გამოფენა ქართული ფოლკლორის რეპრესირებულ წარმომადგენელთა  ერთად თავმოყრისა და  საზოგადოებისათვის გაცნობის პირველი მცდელობაა.   

     დამთვალიერებელი ნახავს, საბჭოთა სახელმწიფოში  მოწყობილ არაადამიანურ რბევას  როგორ შეეწირნენ ქართველი ფოლკლორისტები, მეცნიერები,  ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები,ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  ოსტატები: ვახტანგ კოტეტიშვილი, დათაშკა კავსაძე, პლატონ ფანცულაია, ნესტორ კონტრიძე, ძმები კარბელაშვილები, მიხა ხელაშვილი, საფრანგეთში ქართველ ტყვეთა გუნდის წევრები, ჯიღაურის გუნდი და ..

      გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ რეპრესირებულების შთამომავლები, სტუმრები დიპლომატიური კორპუსიდან, მეცნიერები, ფოლკლორისტები, ქორეოგრაფები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები. ფოტოგალერეა; ვიდეოგალერეა 

     გამოფენა გაგრძელდება 28 მაისამდე 

]]>
20.05.2010 +0300
ფოლკ-ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მემორანდუმი index.php?id=31&pg=nt

    2010 წლის 4 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ხელი მოეწერა  საქართველოში ფოლკ-ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის თანამშრომლობის მემორანდუმს.
    თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, საქართველოს გიდების ასოციაციასა და ტურიზმის განვითარების ცენტრს „ნიუკასი“ შორის.
    ღონისძიებას  ესწრებოდნენ ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრიდან და არასამთვობო ორგანიზაციებიდან.

 

]]>
04.05.2010 +0300
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა index.php?id=32&pg=nt

   2010 წლის 2 მაისს, ქუთაისობას, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ფოიეში ხელი მოეწერა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა და ქუთაისის ფოლკლორის  ცენტრის ხელმძღვანელმა ზეინაბ ბურჯანაძემ.
    ამავე დღეს თეატრის საკონცერტო დარბაზში მოეწყო ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ახალი შემადგენლობის პრეზენტაცია.
     ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული ხალხური შემოქმედების ოსტატები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუმრები უცხოეთიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

]]>
03.05.2010 +0300
ხალხური პოეზიის საღამო index.php?id=36&pg=nt

      2010  წლის  26  მაისს,  რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, საქართველოს  კულტურის,  ძეგლთა  დაცვისა  და  სპორტის სამინისტროს  და  საქართველოს  ფოლკლორის  სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით,  ფოლკლორის  საპრეზიდენტო   ნაციონალური  პროგრამის  ფარგლებში, გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - ლექსო, არ დაიკარგები“. ღონისძიების მონაწილეთა შერჩევა მოხდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და სხვა). ექსპედიციების საფუძველზე.
      საღამოს უძღვებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი, პოეტი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული. ფოტოგალერეა

]]>
27.05.2010 +0300
მასტერკლასების გახსნა index.php?id=34&pg=nt

      13 მაისს, 11 საათზე, ფოლკლორის სახელმწოფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში (დ. აღმაშენებლის 68) გაიხსნა მასტერკლასები ქორეოგრაფიაში (მეგრული ცეკვა). მასტერკლასები გახსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ასევე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი თენგიზ უთმელიძე, მოწვეული სტუმრები სამეგრელოდან და სხვა. მასტრერკლასებს ხელმძღვანელობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი უჩა დვალიშვილი.
   

        მასტერკლასები გაგრძელდება 16 მაისამდე.

]]>
13.05.2010 +0300
მასტერკლასების დახურვა index.php?id=35&pg=nt

      16 მაისს დასრულდა მასტერკლასები ქორეოგრაფიაში, რომელიც საპრეზიდენტო  ნაციონალური პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
      მასტერკლასების დასასრულს, მონაწილეებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა. ამავე დღეს შეირჩა ექვსი წარმატებული მონაწილე, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დაფინანსებით გაიგზავნება ქალაქ ბათუმში, რეგიონალურ მასტერკლასებზე დასასწრებად.

ფოტოგალერეა; 

]]>
17.05.2010 +0300
დმანისის ფოლკლორული ანსამბლის ,,შგარიდას" სოლო კონცერტი index.php?id=37&pg=nt

   2010 wlis 9 ივნისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება დმანისის ფოლკლორული ანსამბლის `შგარიდას~ სოლო კონცერტი, ანსამბლის ხელმძღვანელი გურგენ გურჩიანი. საღამო ტარდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების პროექტის _ `შიდამიგრაცია და ეთნოკულტურული ტრადიციები~ _ ფარგლებში (ავტორი _ ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი). პროექტის მიზანია სხვადასხვა დროს საქართველოს ამა თუ იმ კუთხიდან სხვა რეგიონში კომპაქტურად ჩამოსახლებული ეთნიკური ჯგუფების, _ ძირითადად მთიელების, _  ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციებისა და მათი მუსიკალური მემკვიდრეობის დაფიქსირება; მოპოვებული მასალის სისტემატიზაცია და შედარებითი მეცნიერული ანალიზი; ამ ტრადიციების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა.

   `შგარიდა~ მიზნად ისახავს უძველესი სვანური ხალხური სიმღერებისა და საღვთო ჰიმნ-საგალობლების აღდგენა-გაცოცხლებას. მათს რეპერტუარში სხვადასხვა სვანური კილოკავის არაერთი ასეთი სიმღერა და ფერხული მოიპოვება. საღამოზე შესრულდება ანსამბლის მიერ აღდგენილი უძველესი სიმღერა-საგალობელი `გა~, ბალსქვემოური `ზარისა~ და წმინდა გიორგის სადიდებელი სიმღერის `ჯგრაგიშის~ განსხვავებული ვარიანტები, `გაბრიელ მახარობელი~, იშვიათი სიმღერა `ზაშინავა~ და სხვა სიმღერა-ფერხულები.

 

ღონისძიების დასაწყისი: 19:00 საათი.                   მისამართი: გრიბოედოვის . #8

 

ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროებში

]]>
06.06.2010 +0300
ფოტოგამოფენა ,,გადავარჩინოთ ხევსურული სახლი" index.php?id=38&pg=nt

   2010 წლის 10 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში - „გალერეა“ - გაიხსნება ფოტოგამოფენა - „გადავარჩინოთ ხევსურული სახლი“.

   გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ხევსურული სახლები (ფოტოები), რომელთა უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ხევსურეთი, რესტავრირებული ხევსურული სახლით ტურისტებისათვის ერთიორად საინტერესო და მიმზიდველი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და ქართული მთის შენარჩუნებას.

 

ღონისძიების ორგანიზატორი ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრი „მერკინალი“, პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

 

გამოფენა გაიხსნება 19 საათზე.                                       გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე.

 

]]>
06.06.2010 +0300
სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ,,ბათუმი 2010" index.php?id=39&pg=nt

  2010 წლის 15-18 ივნისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ,,ბათუმი 2010“, სადაც საქართველოს სახალხო თეატრების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთისა და ლიტვის სახალხო თეატრები.

15 ივნისი - 18:00 სთ. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 20:00 სთ. ხონის თეატრი - ნოდარ დუმბაძე ,,ჰელადოსი”; 16 ივნისი - 20:00 სთ. ველისციხის თეატრი - გიორგი ხუხაშვილი ,,ნიკალა”; 17 ივნისი - 13:00 სთ. ესტონეთი, ტალინი - შემოქმედებითი გაერთიანებამეორე ტალღა”, მარიუს ლატტეწყურვილი”, თოომას ნიტას ნოველისშემოდგომის  საღამოსმიხედვით; 20:00 სთ.ბოლნისის თეატრი - თამრი ფხაკაძეგაფრენა”; 18 ივნისი - 18:00 სთ. ლიტვა, როკისკოს თეატრი - ვინჩას მიკოლაიტის-პუტინასმბრძანებელი”, 19:30 სთ. ფესტივალის დახურვა. 

ფესტივალი გაიმართება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ფესტივალის მხარდამჭერი კავშირი ,,ნიღბების დარბაზი”.

 

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია. 

]]>
11.06.2010 +0300
სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა index.php?id=40&pg=nt

   15 ივნისს, 18 საათზე,  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მათე ტაკიძემ საზეიმოდ გახსნეს სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ,,ბათუმი 2010". ფესტივალის გახსნამდე მოეწყო მსვლელობა ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენებს მართავდა ქუთაისის ,,ნიღბების თეატრი".  ფესტივალი გაგრძელდება 18 ივნისის ჩათვლით.

ფესტივალის მხარდამჭერი კავშირი ,,ნიღბების დარბაზი”.

 

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია. 

]]>
16.06.2010 +0300
ანა მიქიანის ნამუშევრების გამოფენა - ,,ლითონში გაცოცხლებული საქართველო" index.php?id=41&pg=nt

21 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა ანა (ლიანა) მიქიანის ნამუშევრების გამოფენა - ,,ლითონში გაცოცხლებული საქართველო“, ანა მიქიანი ლითონპლასტიკის მხატვრობაში განსხვავებული მიმდინარეობით, ჟანრითა და თემით არის წარმოდგენილი. სამი თემის - მითოლოგიის, ლირიზმისა და ხატწერის ფარგლებში მხატვარი ახდენს მის მიერ დასახული სახვითი პრობლემების განხორციელებას.

  გამოფენის გახსნა მიეძღვნა ანა მიქიანის გარდაცვალების დღეს. გამოფენის მიზანია ქართველმა საზოგადოებამ გაიცნოს  ჭედური ხელოვნების ძლიერი ხელწერის, დახვეწილი გემოვნებისა და მხატვრული ხედვის დიდოსტატი. ფოტოგალერეა

 

გამოფენა გაგრძელდება 30 ივნისამდე.

           

]]>
21.06.2010 +0300
სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის დახურვა index.php?id=42&pg=nt

    18 ივნისს, ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოეწყო სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ,,ბათუმი 2010“-ს საზეიმო დახურვა. ფესტივალის დახურვას ესწრებოდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი. ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური დიპლომები და საჩუქრები, რომელიც დააწესა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

]]>
19.06.2010 +0300
გამოფენა ბათუმში index.php?id=43&pg=nt

   2010 წლის 27 ივნისს აჭარაში ოფიციალურად გაიხსნა საზაფხულო სეზონი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის და აჭარის ვტონომიური ესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ინიციატივით, ბათუმის ახალ ბულვარში მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი  ღონისძიება გაიმართა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა  თვითნასწავლი მხატვრებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. გამოიფინა 250-მდე ექსპონატი, მათ შორის, ნაივური ფერწერის, თექის, გობელენის, ქვილთის, თოჯინების, ტრადიციული სამოსის, ორიგინალური ჟანრის და სხვა ნიმუშები.

   ერთდღიანმა გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

]]>
28.06.2010 +0300
ქალაქი ბათუმი - ,,მასტერკლასები ქორეოგრაფიაში 2010" index.php?id=44&pg=nt

      2010 წლის 7-10 ივლისს ქალაქ ბათუმში,  საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ,,მასტერკლასები ქორეოგრაფიაში“.
მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ქართული ცეკვის ტრადიციებისა და კუთხურობის შენარჩუნება.
     ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სხვადასხვა საკითხსა და პრობლემებზე სემინარულ მეცადინეობებზე მოხსენებები წაიკითხეს: უჩა დვალიშვილმა, რეზო ჭანიშვილმა, ზაურ ლაზიშვილმა, თამარ მუნჯიშვილმა, მანანა ცინცაძემ, ნანა ვალიშვილმა, გიორგი ალიმბარაშვილმა, ლევან ალიაშვილმა, ბაქარ ხინთიბიძემ,  სოფო კიკაბიძემ და ანა ღვინიაშვილმა.
     დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს და მასტერკლასების მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა ქორეოგრაფებმა.
   მასტერკლასებს ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფი და ქორეოლოგი  უჩა დვალიშვილი.
   მასტერკლასების მონაწილე ქორეოგრაფებს გადაეცათ სერტიფიკატები.                           მასტერკლასების გახსნას დაესწრო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე.    ფოტოგალერეა

]]>
11.07.2010 +0300
ავთანდილ თათარაძის წიგნის ,,ქართული ხალხური ცეკვა" პრეზენტაცია index.php?id=45&pg=nt

    10 ივლისს ქალაქ ბათუმში, თიბისი გალერეაში (ზუბალაშვილის 37) გაიმართა ავთანდილ თათარაძის წიგნის - ,,ქართული ხალხური ცეკვა” - პრეზენტაცია. წიგნი შედგენილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების (დედნების) მიხედვით.
  კრებულში შესულია ავტორის მიერ ჩაწერილი ყველა სვანური და რაჭული ფერხული, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია, დადგმული ცეკვები და ლექსიკონი. რაჭული ფერხულები მთლიანად და დადგმული ცეკვები პირველად გამოქვეყნდა.
     “ქართული ხალხური ცეკვა” საკმაოდ სქელტანიანი კრებულია - მოიცავს 400 გვერდს. ეს ავთანდილ თათარაძის ნაშრომთა პირველი სრულყოფილი გამოცემაა. წიგნის რედაქტორი ბაია ასიეშვილი.
    წიგნის პრეზენტაციას დაესწრო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მათე ტაკიძე.    ფოტოგალერეა

 

 

]]>
11.07.2010 +0300
მეგრული ფოლკლორის საღამო მარტვილში index.php?id=46&pg=nt

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II  ლოცვა - კურთხევით და ჭყონდიდის ეპისკოპოსის მეუფე პეტრეს ძალისხმევით 12  ივლისს, მარტვილში, სალხინოში დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა მეგრული ფოლკლორის საღამო.

    საღამოს  ინიციატორები და ორგანიზატორები არიან მარტვილის  მუნიციპალიტეტის გამგეობა,  საქართველოს გიდების ასოციაცია და ტურიზმის გავითარების ცენტრი ”ნიუკასი”.

ღონისძიების მიზანია, გაზარდოს მარტვილის რაიონის მიმზიდველობა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის და ხელი შეუწყოს მეგრული ფოლკლორის პოპულარიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

   მარტვილში პეტრე-პავლობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. ამიტომ ზეიმს ყოველწლიური სახე მიეცემა და გაიმართება ყოველ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე.

     საღამოს მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

]]>
13.07.2010 +0300
ფოლკლორის ცენტრის ახალი შენობა გუგა კოტეტიშვილის დიზაინით განახლდება index.php?id=47&pg=nt

   ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრ მ/წლის 1 აგვისტოდან იცვლის ადგილმდებარეობას და გადადის ახალ მისამართზე (დავით აღმაშენებლის 68), სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, რომელიც  ხორციელდება ცნობილი დიზაინერის გუგა კოტეტიშვილის პროექტის მიხედვით. ვინაიდან ჩაფიქრებულია შენობის  ინტერიერის მთლიანი შეცვლა და განახლება, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს.

  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ დროებით შეფერხდება სატელეფონო კავშირები, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

 

  ადმინისტრაციულ და შემოქმედებით საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

 

  877 93 70 93 _ დირექტორის თანაშემწე ბექა ხუცურაული

  877 937 006 – აპარატის უფროსი ვალერი კევლიშვილი

 

 ინფორმაცია სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისა და სხვა სიახლეების შესახებ განუწყვეტლივ განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.   

 

                  

 

                                    საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

]]>
19.07.2010 +0300
სიახლე index.php?id=48&pg=nt

  ინტერნეტ საიტის ვიდეო არქივში განთავსდა დმანისის ფოლკლორული ანსამბლის ,,შგარიდას“ სოლო კონცერტის და სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ,,ბათუმი 2010“-ის ვიდეო ჩანაწერები (ვიდეო).

     დმანისის ფოლკლორული ანსამბლის ,,შგარიდას“ სოლო კონცერტი გაიმართა 9 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხოლო სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა 15-18 ივნისს ქალაქ ბათუმში, სადაც საქართველოს სახალხო თეატრებთან ერთად მონაწილეობდა ესტონეთისა და ლიტვის სახალხო თეატრები.

 

]]>
31.07.2010 +0300